უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციას მთიანი ყარაბაღიდან "მშვიდობისმყოფელების" ნაწილი უკრაინაში გადაჰყავს.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, იმისთვის, რომ თავდაცვის სამინისტრომ დაუყოვნებლივ შეავსოს სამხედრო ძალის დანაკარგები რუსეთის შეიარაღებულ ძალებს სამხედროები მთიანი ყარაბაღიდან უკრაინაში გადაჰყავთ.
უკრაინა ასევე იუწყება რომ რუსეთმა დაიწყო სერბეთიდან და სირიიდან მებრძოლების დაქირავება.
განცხადების მიხედვით, მტრის ჯარების გადაჯგუფების პროცესში დამატებით დანაყოფებს წვრთნიან, რათა უკრაინის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებში ჩართონ.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ 9-10 მარტს სომხეთის 102-ე სამხედრო ბაზიდან 800 ჯარისკაცი გადაიყვანეს რუსეთის ფედერაციაში, რათა მომავალში უკრაინაში საომრად გაუშვან. ასევე წყნარი ოკეანის ფლოტის მე-40 დანაყოფიდან 1500-მდე საზღვაო სამხედრო მატარებლით ბელარუსში გადაიყვანეს.